კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა


კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) 2008 წელს დაარსდა.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილ მაღალი დონის აკადემიურ პროგრამებს, რომლებიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

ამჟამად, სკოლაში ნოვატორული მიდგომით შექმნილი ორი საბაკალავრო პროგრამაა: კომპიუტერული ტექნოლოგიები (ინფორმატიკა) და ტელეკომუნიკაცია.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ასევე გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას - საინფორმაციო სისტემებში. პროგრამა შედგენილია Association for Computing Machinery (ACM)-ისა და Association for Information Systems (AIS)-ის კურიკულუმის სტანდარტების მიხედვით, რომელშიც საინფორმაციო სისტემების სპეციალისტების მიმართ მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მოთხოვნებია ასახული.

გარდა ამისა, გთავაზობთ მრავალფეროვან სასერტიფიკატო კურსებს. მათ შორის: გრაფიკულ დიზაინში, ინტერიერის 3D მოდელირებაში, ERP სისტემებსა და IT პროექტების მართვაში.

ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ახალი, თქვენთვის საინტერესო პროგრამები შემოგთავაზოთ და სწავლისათვის საჭირო კომფორტული პირობები შეგიქმნათ.
საწყისი გვერდისკოლებიტექნოლოგიების სკოლა