მიღების წესები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე  საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში  სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. სავალდებულო საგნებად ბარდება ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენად ბარდება მხოლოდ ინგლისური ენა, ხოლო არჩევით საგნად შესაძლებელია ჩაბარებულ იქნას მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია/ლიტერატურა/ბიოლოგია/ სამოქალაქო განათლება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

 

სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 7, 500 ლარი.

 

ფინანსური შეღავათები სტუდენტებისათვის: ბიზნესის სკოლაში  სწავლის პროცესში უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების საფუძველზე გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ეტაპის რეიტინგული სტუდენტები და რეიტინგში პირველ სამ ადგილას მყოფი სტუდენტი (ყოველ ეტაპზე) შესაბამისად ისარგებლებს 100%, 50% და 30 % ფინანსური შეღავათით.