პროგრამის მიმოხილვა

პროგრამა   შეესაბამება კავკასიის  უნივერსიტეტისა  და კავკასიის  ბიზნესის  სკოლის  მისიაში  ასახულ ხედვებს და უზრუნველყოფს  კვლევებზე  ორიენტირებული  სწავლების  და სწავლის  დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად  სრულყოფილი,  დემოკრატიის  იდეალების  მიმდევარი სპეციალისტების მომზადებას  და ამ სფეროში საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. პროგრამა შედგენილია საქართველოს  კერძო  და სახელმწიფო  სექტორის მიერ დანახული  ბაზარზე  არსებული საჭიროებებისა  და   შრომის   ბაზრის   მოთხოვნების   გათვალისწინებით.  პროგრამა   ასევე ითვალისწინებს უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების გამოცდილებას და იზიარებს ბიზნესის ადმინისტრირებაში დადგენილ პროფესიულ სტანდარტებს.

 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა  საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში მიზნებია სტუდენტს:

 

  • გააცნოს ბიზნესის ადმინისტრირების თეორიული და მეცნიერული საფუძველი და, სტუდენტის არჩევანის გაკეთების შესაბამისად, მისცეს ფართო  ცოდნა საერთაშორისო  ბიზნესის  მართვის მიმართულებით;
  • განუვითაროს მენეჯერისთვის   აუცილებელი   უნარ-ჩვევები   და  მოამზადოს   საერთაშორისო ოპერაციების მქონე კომპანიებში  შესაბამისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის;
  • ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა დასაქმებას;
  • ჩამოუყალიბოს გლობალური მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა, დემოკრატიულობა და ჰუმანური ფასეულობები;
  • განუვითაროს მოქალაქეობრივი ღირებულებები.

 

 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა  საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში მოიცავს 240 ECTS  კრედიტს. საგანმანათლებლო პროგრამა სტრუქტურულად იყოფა საშუალოდ 60 ECTS კრედიტიან ოთხ ეტაპად. თითო ეტაპი მოიცავს ორ სემესტრს - შემოდგომის და გაზაფხულის. სწავლების სტანდარტული ვადისათვის თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ წელს (სტანდარტული ეტაპი). სხვა შემთხვევაში ეტაპის ხანგრძლივობა განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრებითა და მისი უფლებით შეადგინოს ინდივიდუალური სასწავლო განრიგი. ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის სტანდარტული ვადაა 4 წელი (სწავლების სტანდარტული პერიოდი), ხოლო დასაშვები ვადაა 6 წელი. დასაშვებ ვადაში არ შედის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სტუდენტს შეჩერებული ჰქონდა სტატუსი. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 19 (21– Fx-ის გადაბარების შემთხვევაში) სასწავლო კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 (42) კვირაზე. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის სემესტრის ორგანიზება, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTS კრედიტი.