მიღების წესები

კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

 

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის სპეციალობასთან რელევანტური მისაღები გამოცდის წარმატებით გავლა (მოიცავს ინგლისურის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად და ზოგად ლოგიკურ და რაოდენობრივი მსჯელობის კითხვებს; ინდივიდი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი); იხილეთ გამოცდის ნიმუში
  • კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.

 

 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • CV/რეზიუმე
  • სამოტივაციო წერილი
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • პირადობის ასლი
  • NAEC-ის ბარათი
  • 2 ფოტოსურათი + CD
  • შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

გადახდის პირობები

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
   

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  1. თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
  2. თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე  დააგროვებთ მქსიმალური საგრანტო ქულის  65% და მეტს (აღნიშნული პირობის ცვლილება განპირობებულია საერთო სამაგისტრო გამოცდის, საგრანტო ქულის გამოსათვლელი ფორმულის ცვლილების გამო, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წელს განახორციელა)
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 7 500 ლარი 3 750 ლარი  2 625 ლარი 


იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.