მიღების წესები

მიღების წესი:

კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

 

  • გთხოვთ შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
  • კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილი ტესტი ინგლისურში
  • მიმღები კომისია განიხილავს ყველა აპლიკაციას და შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ პერსონალური გასაუბრება/ინტერვიუ


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათის ასლი
  • CV/რეზიუმე
  • 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • სამოტივაციო წერილი

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღება: აგვისტო, 2019
  • CSB-ის მიმღები სამაგისტრო ტესტი: სექტემბერი, 2019
  • CSB-ის მიმღებ კომისიასთან აპლიკანტების გასაუბრება:  სექტემბერი, 2019

 

გადახდის პირობები:

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით.

 
CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
 
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 

CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 


იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.