პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის ხანგრძლივობა

 

2 წელი სრული განაკვეთი

 

მიღების კრიტერიუმები:

 

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა (B ტიპის ტესტი);
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • 2 სარეკომენდაციო წერილი.

 

სწავლების ენა:

 

ქართული

 

მისანიჭებელი ხარისხი: 

 

აგრობიზნესის მენეჯმენტის მაგისტრი

 

პროგრამის აღწერა:

 

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა საშუალებას მისცემს სტუდენტებს:

 

  • შეიძინონ მოწინავე თეორიული ცოდნა, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაათვითცნობიერონ აგრობიზნეში არსებული პოზიტიური მიდგომები. ყოველივე ამით კი უპასუხონ სექტორში არსებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს;
  • განავითარონ აგრობიზნესის საწარმოთა მართვის უნარი ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონალურ დონეებზე.

 

შრომის ბაზარზე აგრარულ სფეროში კვალიფიციური, თანამედროვე უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტების დეფიციტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სასწავლო პროგრამაში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი და უცხოელი აკადემიური პერსონალის ჩართვას. პროგრამა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და უახლესი მეთოდების დანერგვას.

 

პროგრამის კურსდამთავრებულთა ძირითადი კომპეტენციები განისაზღვრება შემდეგი სფეროებით: სოფლის მეურნეობის საჯარო პოლიტიკის ანალიზი და ფორმირება, აგრარულ სექტორში არსებული გამოწვევები და მათი შემცირების გზების მოძიება, საქართველოდან აგრარული ექსპორტის პოტენციალის ზრდა, სხვადასხვა სექტორის აგროსაწარმოთა შექმნა და ეფექტური მართვა.

 

სასწავლო პროგრამაში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია სოფლის მეურნეობის დარგის სპეციფიკაზე, აღნიშნული სფეროს ორგანიზაციის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებასა და მართვაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგების სრული ბიზნეს ციკლის მიმოხილვაზე, როგორიცაა: რძისა და რძის პროდუქტების წარმოება და მართვა, ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოება და მართვა, კაკლოვანი და ბაღის კულტურების წარმოება და მართვა; ასევე, ყურადღება გამახვილებული იქნება ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული ფუნქციური რგოლის მართვის კონცეფციების გააზრება-შესწავლასა და ამავდროულად, მათ პრაქტიკაში გამოყენებაზე ისე, რომ დაცული იყოს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები.