პროგრამის სტრუქტურა

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს.

 

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სავალდებულო და არჩევით სასწავლო (90 ECTS) და კვლევით  (30 ECTS) კომპონენტებს. I-V ტრიმესტრების განმავლობაში სტუდენტი გადის სავალდებულო და არჩევით საგნებს. V ტრიმესტრებში სტუდენტს აქვს საშუალება, აირჩიოს 5 არჩევითი საგნიდან ორი და გაიაროს პროფესიული პრაქტიკა. VI ტრიმესტრში სტუდენტი ასრულებს და იცავს სამაგისტრო ნაშრომს.

 

პროგრამის შემადგენლობა: პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ მოიცავდეს აგრო-საწარმოს განვითარების ყველა ძირითად საკითხს, აგრობიზნესის მართვას, აგრობიზნესის ეკონომიკასა და კვლევის მეთოდებს. შესაბამისად, საგნები დაყოფილია შემდეგნაირად:

ა) ძირითადი საგნები, რომლებიც პროგრამას ანიჭებენ უნიკალურობას და მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ სპეციფიური ცოდნის მიღებაში, გააზრებასა და კომპეტენციის გაღრმავებაში. მათი ჩაბარება მოეთხოვება პროგრამაზე რეგისტრირებულ ყველა სტუდენტს

ბ) არჩევითი საგნები, რომელთა არჩევაც სტუდენტს შეუძლია ნებაყოფლობით პროგრამაზე შეთავაზებულ საგანთა ჯგუფიდან. აღნიშნული საგნები საშუალებას აძლევს სტუდენტს, გაიღრმაოს ცოდნა რომელიმე განსაზღვრულ სფეროში

 

სასწავლო კომპონენტის სავალდებულო საგნები
სტატისტიკური ანალიზი აგრობიზნესში
აგროსაწარმოს განვითარების საზოგადოებრივი ორგანიზაცია
მენეჯერული აღრიცხვა
აგრარული პოლიტიკის ანალიზი
კვლევის მეთოდები
აგროსაწარმოთა ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება
ფინანსური მენეჯმენტი
მარკეტინგის მენეჯმენტი
აკადემიური წერა
ექსპორტის პროცედურები
რძე და რძის პროდუქტების წარმოება და მართვა
ხორცი და ხორცის პროდუქტების წარმოება და მართვა
კაკლოვანი კულტურები
მებაღეობა
პროფესიული პრაქტიკა

სასწავლო კომპონენტის არჩევითი საგნები

(სტუდენტმა მეხუთე ტრიმესტრში უნდა აირჩიოს ქვევით ჩამოთვლილის საგნებიდან ორი ნებისმიერი)

ლოჯისტიკა
კორპორაციული მართვა
აგრარული მეწარმეობის განვითარება
პროექტების მართვა
საგადასახადო საქმე
კვლევითი კომპონენტი
სამაგისტრო ნაშრომის შესრულება და დაცვა

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა