პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი 

მიღების კრიტერიუმები:

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
  • მინიმუმ ორი წლის სამუშაო გამოცდილება ან 3.7-ზე მეტი GPA სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერ სპეციალობაზე;
  • კავკასიის ბიზნესის სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში ინიშნება გამოცდა).


სპეციალობები:ბიზნესის ადმინისტრირება

მისანიჭებელი ხარისხი:დოქტორი (180 კრედიტი)

პროგრამა შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის მისიაში ასახულ ხედვებს და უზრუნველყოფს კვლევებზე ორიენტირებული სწავლების და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი დოქტორების მომზადებას, ამ სფეროში ახალი ცოდნის შექმნასა და საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

პროგრამა შედგენილია საქართველოს კერძო, სახელმწიფო და საგანმანათლებლო სექტორის, ასევე ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯ. მაკ რობინსონის ბიზნესის კოლეჯთან (ატლანტა, აშშ) ერთად პარტნიორობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდის (USAID) დახმარებით. ამ დახმარების საფუძველზე შესაძლებელი გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამაში პირველი რამდენიმე მიღებით ჩარიცხული დოქტორანტების მიერ სადოქტორი სემინარებისა და მეთოდოლოგიური საგნების გავლა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯ. მაკ რობინსონის ბიზნესის კოლეჯში (ატლანტა, აშშ). ხოლო პროგრამის დარჩენილი კომპონენტების - შემაჯამებელი გამოცდის, წინა სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობისა და დაცვის და დისერტაციაზე მუშაობისა და დაცვის წარმართვა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლაში (თბილისი, საქართველო). მომდევნო მიღებებით ჩარიცხული დოქტორანტების სადოქტორო პროგრამის ყველა კომპონენტს გადიან საქართველოში.

კავკასიის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამის მიზანია თეორული საფუძველი შეუქმნას შესაბამისი სპეციალობის მქონე პიროვნებას, განუვითაროს სასწავლო-სამეცნიერო და კველვითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მისცეს დარგისთვის აუცილებელი ცოდნა. სტუდენტებს მოცემული პროგრამით საშუალება აქვთ მიიღონ, როგორც თეორიული ცოდნა ასევე ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებლია მათი მომავალი წარმატებული სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობისათვის. დღევანდელ აკადემიურ გარემოში, არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვანი კონტროლის დამყარების მიზნით, სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს თანამედროვე კვლევითი მეთოდები ცოდნის შექმნაში და საუკეთესო სწავლების მეთოდები ცოდნის გადაცემის პროცესში. პროგრამით მიღებული განათლება იქნება წარმატების საფუძველი შემდგომი პროფესიული განვითარების გზაზე და მისცემს კურსდამთავრებულს ფართო შესაძლებლობებს მოახდინოს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.

პროგრამის მონაწილეებს საშუალება აქვთ პროგრამით გათვალისწინებული სემინარების ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ არაერთი სამეცნირო პროექტის განხორციელებაში. მოცემული პროგრამის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი არის უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის კომბინირება გამოცდილების მიღების დროს. კერძოდ, დოქტორანტებს ექნებათ შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით დაიწყონ მეცნირული სამუშაოები და გამოავლინონ თავიანთი პროფესიონალიზმი, მიიღონ ადამიანებთან საქმიან გარემოში ურთიერთობის გამოცდილება, რაც გარკვეულწილად მათი წარმატებული სამეცნირო და აკადემიური კარიერის საწყისი საფეხური იქნება.