პროგრამის სტრუქტურა

 

პროგრამის სტრუქტურა
 
 მეთოდოლოგიური საკურსო სამუშაო 
საფეხური, რომელიც სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს სადოქტორო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად ამზადებს:
  • საკურსო სამუშაო შედგება სასწავლო პროცესისაგან, რომლის პერიოდში სტუდენტი შეისწავლის ისეთ დისციპლინებს, როგორიც არის მათემატიკური ანალიზი, ალბათობის თეორია და სტატისტიკური ანალიზი, ეკონომეტრიკა, ფსიქომეტრიკა და სხვა;

სადოქტორო სემინარები
  • აცნობს სტუდენტს მის სპეციალობაში არსებულ კვლევით ლიტერატურას;
  • ამზადებს მას ხარისხიანი კვლევის ჩატარებისათვის და პროგრამის დასასრულისათვის სადისერტაციო ნაშრომის დასაწერად;
  • ეხმარება სტუდენტს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელიც სამომავლოდ დაეხმარება მას წარმატებული კვლევის ჩატარებაში.

საერთო გამოცდა
  • გამოცდა ტარდება პირველი ორი საფეხურის დასრულებისთანავე;
  • ის დაფუძნებულია ცოდნაზე, რომელიც მიღებულია სადოქტორო სემინარებზე;
  • ამ საფეხურის წარმატებული გავლა მიიყვანს სტუდენტს დისერტაციამდე.

წინასწარი კვლევითი ნაშრომი
  • წინასწარი კვლევითი ნაშრომი უნდა იყოს მომზადებული პროგრამაზე სწავლის პერიოდში;
  • იგი ეხმარება სტუდენტს კვლევის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში;
  • მას თვალყურს ადევნებენ პროფესორ-მასწავლებლები.

დისერტაცია 
  • სადოქტორო პროგრამის ბოლო საფეხური;
  • კვლევითი ნაშრომი, რომელიც მიღებულია ხანგრძლივი კვლევითი საქმიანობის შედეგად;
  • უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: გამოავლინოს ახალი მიდგომები კვლევის სფეროში; შესაძლებელი იყოს მისი დაბეჭდვა საექსპერტო ჟურნალებში და იყოს ღირებული კვლევითი ლიტერატურისათვის.

თუკი თქვენ ნამდვილად დაინტერესდით კავკასიის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამით, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ პროგრამაზე სწავლა მოითხოვს თქვენგან სრული დატვირთვით მუშაობას, კვლევისა და პრეზენტაციების ჩატარების უნარ-ჩვევებს და დროის ეფექტურ მენეჯმენტს. კანდიდატი უნდა იყოს ძალზე მოტივირებული, დაინტერესებული ინდივი, რომელსაც ამორჩეული აქვს ცხოვრებისა და კარიერის აკადემიური მიმართულება და მზად არის, რომ მიუძღვნას სწავლას 4 წელიწადი.

ხართ ინგლისური ენის კარგი მცოდნე? გაქვთ უნივერსიტეტის დიპლომი ან მაგისტრის წოდება ნებისმიერ სპეციალობაში? ანალიტიკური უნარ-ჩვევები, იქნებ კვლევის ან სწავლების გამოცდილება? მაშინ ჩვენი სადოქტორო პროგრამა საუკეთესო არჩევანია თქვენთვის.

პროგრამის ისტორია
 
პროექტი ”სადოქტორო პროგრამის მომზადება კავკასიის ბიზნესის სკოლაში”, რომელიც კავკასიის ბიზნესის სკოლაში  დეტალურად შემუშავდა, დაფინანსებულია ფონდ ევრაზიის ინსტიტუციონალური გრანტით. პროექტის მიზანი იყო სადოქტორო პროგრამისათვის მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. სადოქტორო პროგრამის მოსამზადებელ პერიოდში, კავკასიის ბიზნესის სკოლაში, პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პრაქტიკა დამკვიდრდა; გაუმჯობესდა საბიბლიოთეკო და ტექნიკური რესურსები.
 
კავკასიის უნივერსიტეტის და  ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის  მხარდამჭერები არიან:
 
 
 
 ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში
 
 
სადოქტორო პროგრამის პროექტი  მიზნად ისახავდა სასწავლო გეგმის შემუშავებას, კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების სადოქტორო სემინარებში მონაწილეობასა და ერთობლივ კვლევას. დოქტორანტ სტუდენტებს ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ხელმძღვანელობდნენ.