პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის დასახელება: ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა

ხანგრძლივობა: 3 წელი

სწავლების ენა: ინგლისური

მოცულობა: 180 ECTS კრედიტი

 

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის პროგრამას და მისი მიზანია, მოამზადოს მკვლევარი, რომელსაც ექნება თეორიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები დაგეგმოს და ჩაატროს დამოუკიდებელი კვლევა ეკონომიკის მიმართულებით.

 

პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს მკვლევარი მაკროეკონომიკის მიმართულებით და ამასთანავე პროგრამის მიზანია კურსდამთავრებული ფლობდეს სრულფასოვან ცოდნას მიკროეკონომიკის დარგში. პროგრამა ორიენტირებულია კურსდამთავრებულმა შეძლოს ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა აკადემიური ნამუშევრის ანალიზი და შეფასება. პროგრამის მიზანია დოქტორანტი იცნობდეს კვლევის ეთიკურ ნორმებს და იყოს ჩართული პროფესიულ საქმიანობაში. პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის დოქტორი