მიღების წესები

სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები:

 

  1. მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა
  2. ინგლისური ენის გამოცდის B2 დონეზე ჩაბარება (ინფორმაცია გამოცდის შესახებ)
  3. მათემატიკის მისაღები ტესტის ჩაბარება (ინფორმაცია ტესტის შესახებ)
  4. მიმღებ კომისიასთან გასაუბრება

 

სადოქტორო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

  • სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ ბმულიდან)
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. აპლიკანტს დასრულებული უნდა ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა
  • დიპლომის დანართის/ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • მინიმუმ B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სხვა შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს სადოქტორო სკოლის ინგლისური ენის მისაღები გამოცდა
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე კვლევითი ინტერესის შესახებ
  • ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე სადოქტორო სკოლის მიმღები კომისიის სახელზე
  • რეზიუმე ინგლისურ ენაზე
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  • ორი ფოტო დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი

 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

  • სამწლიანი სადოქტორო პროგრამის ღირებულება შეადგენს 9,000 ლარს.
  • სტუდენტები თანხას იხდიან ორ ნაწილად. პირველ წელს - 4,500 ლარს და შესაბამისად მეორე წელს ასევე - 4,500 ლარს. 
  • პირველი წლის დასრულების შემდეგ წარჩინებულ დოქტორანტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ კავკასიის სადოქტორო სკოლის გრანტი 4,500 ლარის ოდენობით, შესაბამისად ამ გრანტით სრულად დაუფინანსდებათ დარჩენილი სწავლის გადასახადი.

 

სადოქტორო პროგრამებზე საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 27 დეკემბერი

სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაწყება: 2019 წლის იანვარი

 

საბუთები შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: კავკასიის უნივერსიტეტი, პაატა სააკაძის 1, ოთახი: D37

 

აპლიკანტთა რეგისტრაცის ფორმა