პროგრამის სტრუქტურა

სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ყველა სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას. სასწავლო კვირა მოიცავს როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელ საათებს. სემესტრი შეიძლება მოიცავდეს 2 ან 16 კალენდარულ კვირიან პერიოდს. სემესტრში სასწავლო კვირათა რაოდენობა დგინდება ყველა მიღებისთვის ინდივიდუალურად. 

 

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო (60 ECTS კრედიტი) და კვლევითი კომპონენტებისგან (120 ECTS კრედიტი). სასწავლო კომპონენტი მოიცავს  სავალდებულო სასწავლო სემინარებს, მეთოდოლოგიურ საგნებს (34 ECTS კრედიტი), არჩევით სემინარს (6 ECTS კრედიტი) და სწავლება-ასისტენტობის კომპონენტს (20 ECTS კრედიტი). პროგრამაში წარმოდგენილია ორი არჩევითი სემინარი, რომელთაგან დოქტორანტმა უნდა აირჩიოს ერთ-ერთი. კვლევითი კომპონენტი წარმოდგენილია დისერტაციის სახით. დოქტორანტი დისერტაციის დაცვამდე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კონფერენციაში (წარადგინოს საკონფერენციო ნაშრომი პირადად) სადისერტაციო თემატიკის მიმართულებით.

 

 

დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია პროგრამის კურიკულუმით.