პროგრამის სტრუქტურა

სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში - 60 ECTS კრედიტს, სემესტრში - 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის ოპტიმალური ვადა შეადგენს 2 წელს, დასაშვები - 4 წელს.

 

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა შედგება სავალდებულო და არჩევითი საგნებისგან, სასწავლო პრაქტიკისა და სამაგისტრო ნაშრომისგან.

 

სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

  • ეკონომიკური პოლიტიკა;
  • დასაქმების პოლიტიკა ევროკავშირში;
  • კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები;
  • შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი;
  • ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში;
  • აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.