მიღების წესები

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: 

  • აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი;
  • მინიმუმ ორი წლის სამუშაო გამოცდილება ან5-ზე მეტი GPA სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერ სპეციალობაზე
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა
  • სამოტივაციო წერილი
  • წიგნის ან სამეცნიერო სტატიის 1-2 გვერდიანი მიმოხილვა-ანალიზი (აპლიკანტმა უნდა მიმოიხილოს ნებისმიერი წიგნი ან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატია ეკონომიკის კვლევიდან, რომელიც მან ბოლო დროს წაიკითხა. მათ უნდა აღნიშნონ რას ეხებოდა, რა ისწავლეს მისგან და რატომ მოეწონათ /არ მოეწონათ და რამდენად რელევანტური იყო გამოყენებული კვლევის მეთოდები, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ცოდნა, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად, რაც უნდა დასტურდებოდეს წარმოდგენილი სერტიფიკატით (ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში ინიშნება გამოცდა, ხოლო სერტიფიკატის წარდგენისას კანდიდატი განთავისუფლდება, რომელსაც მაგისტრატურის კურსი გავლილი აქვს უცხო ენზე).

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი და დიპლომიდ დანართი/ნიშნების ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
  • 2 ფოტოსურათი;
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვა);
  • წიგნის ან სამეცნიერო სტატიის მიმოხილვა-ანალიზი (მაქსიმუმ 2 გვერდი);
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია: გვარი, სახელი, ელექტრონული ფოსტა, სამსახური, პოზიცია, ტელეფონი.
  • უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) დამადასტურებელი სერტიფიკატი.