პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლაში პარტნიორი უნივერსიტეტებთან ერთად 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა, რომელიც ახორციელებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრის მომზადებას ეკონომიკაში საერთაშორისო საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამების მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებისა და სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე.

 

პროგრამა  ითვალისწინებს კადრების  მომზადებას  სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა მიკრო-მაკროეკონომიკური თეორია,  ექსპერიმენტული და გამოყენებითი ეკონომიკის ასპექტები, ზოგადი და სტრუქტურული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები (სოციალური   პოლიტიკა,   ინოვაციური   პოლიტიკა,   ინვესტიციური პოლიტიკა,   სამრეწველო   პოლიტიკა, დარგობრივი ეკონომიკები), ჯანდაცვის ეკონომიკა, ფინანსური და მონეტარული ეკონომიკა, საჯარო ეკონომიკა, დემოგრაფია და ურბანული ეკონომიკა. პროგრამის მიზანია თეორული საფუძველი შეუქმნას და განუვითაროს სასწავლო-სამეცნიერო-კველვითი  საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მისცეს დარგისთვის საჭირო შესაბამისი თეორიული ცოდნა. 

 

სადოქტორო პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით პარტნიორ უნივერსიტეტებში, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კვლევით პროგრამებში და მოიპოვონ სტიპენდიები, როგორც საქართველოში, ისე ამერიკასა თუ ევროპაში სასწავლო წლის/სემესტრის გავლის თუ კვლევების ჩატარების მიზნით.