პროგრამის სტრუქტურა

პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, ოპტიმალური ვადა შეადგენს 3 წელს, მაქსიმალური ვადაა 4 წელი. პროგრამა მოქნილია მათთვისაც, ვინც დასაქმებულია, დოქტორანტი თავად განსაზღვრავს თავისი აკადემიური დატვირთვის მოცულობას. ძირითადი აქცენტი გადატანილია კვლევებზე და ინდივიდუალურ მუშაობაზე. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით; ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა მოიცავს სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებს დოქტორანტის კვლევის მიმართულების გათვალისწინებით (ჯანდაცვის ეკონომიკა, განათლების/ცოდნის ეკონომიკა, ემპირიული/ ექსპერიმენტული ეკონომიკა, ფინანსური და მონეტარული ეკონომიკა, საზოგადოებრივი ეკონომიკა და სხვა), სწავლება-ასისტირების კომპონენტს, კვლევით კომპონენტს (კოლოკვიუმი, პროსპექტუსი, დისერტაციაზე მუშაობოს დასრულება, ნაშრომის გაფორმება და დაცვა).

 

პროგრამის ფარგლებში დოქტორანტი ვალდებულია გამოაქვეყნოს სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში, რომლებშიც ასახული უნდა იყოს სადისერტაციო თემაზე შესრულებული სამეცნიერო კვლევის ძირითადი შედეგები და მიიღოს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა.