პროგრამის მიმოხილვა

საქართველოს განვითარების ერთ-ერთი და უმთავრესი პირობაა სწორი ეკონომიკური კურსის არჩევა. ამიტომაც, დღეს დიდი მოთხოვნაა თანამედროვე ცოდნით აღჭურვილ სპეციალისტ-ეკონომისტებზე, რაც  წლიდან წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება. თანამედროვე განათლების მქონე ეკონომისტზე მოთხოვნა გაჩნდა ყველა სფეროში: სამთავრობო სტრუქტურებში, ბანკებში, საწარმოებში, საავადმყოფოებში, აუდიტორულ ფირმებსა და სადისტრიბუციო კომპპანიებში და  პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში. კავკასიის ეკონომიკის სკოლა არის ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ამზადებს და ასაქმებს სწორედ ასეთ სპეციალისტებს.

 

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული და ორიენტირებული სასწავლო კურსია, რომლის მიზანია სტუდენტს მისცეს თეორიული ეკონომიკური ცოდნა, შეუქმნას წარმოდგენა ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოუმუშავოს დინამიურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები; გაათვითცნობიეროს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებები მიკრო, მაკრო და საერთაშორისო დონეზე; შეძლოს ეკონომიკის თანამედროვე პრინციპებისა და მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება.

 

სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, კვლევებზე, პრაქტიკაზე, პროფესიულ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული პროგრამა კურსდამთავრებულის დასაქმების პრაქტიკულად 100% შანსია.

 

სწავლების ენა - ქართული

 

მისანიჭებელი აკადემიური კვალიფიკაცია -  ეკონომიკის ბაკალავრი