პროგრამის მიმოხილვა

საქართველოში მცირეა კვალიფიციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მენეჯერები ჯანდაცვის სფეროში. კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა სწორედ ჯანდაცვის თანამედროვე  მენეჯერებს ამზადებს. ჯანდაცვის მენეჯმენტის  საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული და ორიენტირებული სასწავლო კურსია, რომლის მიზანია სათანადო კომპეტენციის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება ჯანდაცვის მენეჯმენტის სისტემური ცოდნა. სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, კვლევებზე, პრაქტიკაზე, პროფესიულ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული პროგრამა კურსდამთავრებულის დასაქმების პრაქტიკულად 100% შანსია.

 

სწავლების ენა - ქართული

 

მისანიჭებელი აკადემიური კვალიფიკაცია -  ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში დასაქმების სფეროები - ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამის გავლის შემდგომ ბაკალავრს შეუძლია დაიკავოს საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერის თანამდებობა ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში (კლინიკები, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, სადაზღვევოები), ასევე ბიზნეს სექტორში, სახელმწიფო სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში.