მიღების წესი

 

კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე მიიღებიან საშუალო განათლების მქონე პირები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოხვდნენ განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კოეფიციენტების მიხედვით აბიტურიენტების რანჟირების დოკუმენტში.

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ზოგადი უნარები;
  • უცხო ენა (ინგლისური ან გერმანული ან ფრანგული ან რუსული);
  • ნებისმიერი შემოთავაზებული ხუთი საგნიდან (ისტორია ან გეოგრაფია ან მათემატიკა ან ბიოლოგია ან ქიმია).