მიღების წესები

პოლიტიკური მეცნიერების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. მიღების წინაპირობაა ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად ინგლისური ენის ჩაბარება, ხოლო არჩევით საგნად შესაძლებელია ჩაბარებულ იქნას ისტორია/გეოგრაფია/მათემატიკა/ლიტერატურა/სამოქალაქო განათლება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

 

სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 5, 900 ლარი.

 

ფინანსური შეღავათები სტუდენტებისათვის: უნივერსიტეტში სცავლის პროცესში უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების საფუძველზე გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ეტაპის რეიტინგული სტუდენტები და რეიტინგში პირველ სამ ადგილას მყოფი სტუდენტი (ყოველ ეტაპზე) შესაბამისად ისარგებლებს 100%, 50% და 30 % ფინანსური შეღავათით.