პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის ამოცანაა სტუდენტებს მისცეს მეცნიერული ცოდნა პოლიტიკური ქცევის, ძალაუფლებრივი ურთიერთობების, საზოგადოების სახელმწიფო-პოლიტიკური ორგანიზაციისა და სახელმწიფო მართვის სხვადასხვა სისტემების, პოლიტიკებისა და ინსტიტუციური მოწყობის თაობაზე. ასევე, ცოდნა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე და ნორმებზე, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს საფუძველზე. პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სრულ წარმოდგენას უქმნის პოლიტიკის მეცნიერებისა და ამ სფეროსთან ასოცირებული სუბ-დისციპლინების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია ამ სფეროს გამოჩენილი როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ბაკალავრს უყალიბდება როგორც მეცნიერული, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც შემდგომში მას შრომით ბაზართან ადაპტაციის და პროფესიული ორიენტაციის საშუალებას მისცემს.

 

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. დასაშვები ხანგრძლივობა 5–6 წელი. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 19 (21– Fx-ის გადაბარების შემთხვევაში) სასწავლო კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 (42) კვირაზე. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის 8 კვირიანი  სემესტრის ორგანიზება, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTS კრედიტი.

 

სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს  ქართულ და ინგლისურ ენებზე