პროგრამის სტრუქტურა

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 180 ECTS კრედიტი ეთმობა პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას.  მათ შორის:

 

a)       15 კრედიტი - ზოგადსაუნივერსიტეტო საგნები

b)      20 კრედიტი - ინგლისური ენა

c)       20 კრედიტი - მეორე უცხო ენა

d)      125 კრედიტი - დარგობრივი და პროფესიული სავალდებულო საგნები 1

 

80 ECTS კრედიტის გარდა სტუდენტს საშუალება ეძლევა აირჩიოს

a)       60 კრედიტის ოდენობის სასწავლო კურსები ამავე პროგრამით გათვალისწინებული დარგობრივი და     პროფესიული არჩევითი მოდულიდან, 

b)       40 კრედიტის ოდენობის სასწავლო კურსები დარგობრივი და პროფესიული არჩევითი საგნების მოდულიდან და 20 ალტერნატიული/თავისუფალი კრედიტი კავკასიის უნივერსიტეტის სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან, ან/და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის შედეგად, ან/და პრაქტიკის გავლის შედეგად, ან/და პარტნიორი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებიდან, ან/და ECTS კრედიტების მიმნიჭებელი სხვა პროგრამებიდან, რაც უნდა რეგულირდებოდეს კავკასიის უნივერსიტეტს და კრედიტის მიმნიჭებელ სხვა პროგრამას შორის შეთანხმებით;  

c)       60 ECTS კრედიტის მოცულობით კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების), კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ევროპისმცოდნეობა), ან სხვა სკოლაში მოქმედი მაინორის დამატებითი სპეციალობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კავკასიის უნივერსიტეტის წესდების და რეგულაციების შესაბამისად.

 

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს საშუალება ეძლევა ცალკეული სასწავლო კურსები გაიაროს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტ(ებ)ში. გავლილი სასწავლო კურსებისა და კრედიტების აღიარების საკითხი გადაწყდება  კანონმდებლობით, აგრეთვე უნივერსიტეტში დადგენილი წესით.

 

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლას საბაკალავრო საფეხურზე გააჩნია უნიკალური გაცვლითი პროგრამები შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებთან:

 

  1. Baltic International Academy (ლატვია)
  2. Collegium Civitas (პოლონეთი)
  3. Corvinus University of Budapest (უნგრეთი)
  4. ESAN University (პერუ)
  5. F Oberlin University (იაპონია)
  6. Kaunas University of Technology (Public Administration\IR) (ლიტვა)
  7. LCC International University (ლიტვა)
  8. Mykolas Romeris University (ლიტვა)
  9. National University of Political Studies and Republic Administration (რუმინეთი)
  10. Riga International School of Economics and Business (RISEBA) (ლატვია)
  11. Tallinn University of Technology (ესტონეთი)
  12. University of Warsaw (პოლონეთი)
  13. Webster University (ნიდერლანდები)
  14. Jagielloian University (Lithuania)
  15. Fairleigh Dickinson University (ნიუ ჯერსი, აშშ)
  16. Nijmegen School of Management, Radboud University (ნიდერლანდები)
  17. The University of Alcala (ესპანეთი)
  18. Turin School of Local Regulation – Summer School (იტალია)
  19. Vytautas Magnus University (ლიტვა)

 

ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ერასმუს + მობილობით შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. Collegium Civitas (Political Science, International Relations) პოლონეთი
  2. LCC International University (Political Science) ლიტვა
  3. Riga Graduate School of Law (Bachelor only) ლატვია
  4. SMK University of Applied Social Sciences, ლიტვა
  5. Radboud University, Nijmegen, ნიდერლანდები