პროგრამის სტრუქტურა

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სადოქტორო პროგრამის სტანდარტული  ვადა შეადგენს 3 წელს. პროგრამის მაქსიმალური ვადაა 5 წელი. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებით. სემესტრი მოიცავს 21 კალენდარულ კვირას, შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 42 კალენდარულ კვირაზე.

 

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა მოიცავს სასწავლო კომპონენტს – 60 ECTS კრედიტი (30 ECTS კრედიტი სწავლება და 30 ECTS კრედიტი სწავლება-ასისტირება) და კვლევით კომპონენტს - 120 ECTS კრედიტი (სადისერტაციო ნაშრომის შესრულება და დაცვა).

 

პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.