საჯარო მართვის ქართულენოვანი საკითხავი მასალის პრეზენტაცია

11 იანვარი
 სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ, პროექტის - "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) მხარდაჭერით შეიმუშავა საჯარო მართვის ქართულენოვანი საკითხავი მასალა (სახელმძღვანელო).

წიგნი განკუთვნილია საჯარო მართვისა და საჯარო პოლიტიკის, ასევე მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებისთვის. მასალაში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფოს ზოგადი დახასიათება, ასევე განხილულია სახელმწიფო ხელისუფლების ადმინისტრაციული და პოლიტიკური მოწყობა, ადგილობრივი ხელისუფლება და საჯარო პოლიტიკის პროცესი.

{phocagallery view=category|categoryid=523|limitstart=0|limitcount=0}