CSG-ის სტუდენტები სტუმრად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში

12 დეკემბერი 2018

12 დეკემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა, სადაც მინისტრი სტუდენტებს ქვეყნის განვითარებაში რეგიონული მმართველობის მნიშვნელობასა და დეცენტრალიზაციის პროცესებში მის როლზე ესაუბრა.

 

შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუდენტები მთის განვითარებითა და ინფრასტრუქტის სამინისტროს მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ. მინისტრმა მათ მთის განვითარების ახალი სტრატეგია წარუდგინა, რომელიც სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს და მთის პოპულარიზაციისა და იქ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. მაია ცქიტიშვილმა სტუდენტებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც სამინისტრომ განხორციელა ან ამჟამად მიმდინარეობს.

 

შეხვედრაზე რიმა ბერაძემ და მაია ცქიტიშვილმა რეგიონულ მმართველობაში, თვითმმართველობის როლზე და მისი განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 

„თვითმმართველობა და ცენტრალური მთავრობა ერთი მთლიანობაა, დამოუკიდებელი ინსტიტუციებით, მაგრამ მათი ცალ-ცალკე განხილვა და განვითარება მიზანშეუწონელია. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ადამიანამდე ჩაშლილი საერთო ვერტიკალი, რომელიც ყველაზე ახლოსაა ხალხთან“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

 „ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და მათი აზრის გაზიარება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. თქვენ ხომ ჩვენი მომავალი ხართ, განსაკუთრებით დიდია თქვენი, როგორც მომავალი საჯარო მოხელეების როლი თვითმმართველობის განვითარებაში“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.