CSH-ის ლიტერატურული კლუბის ყოველთვიური ალმანახი

11 იანვარი


რვეულ-ალმანახის „კარცერ-ლუქსის" პირველი ნომერი კავკასიის უნივერსიტეტის ახლად დაარსებული ლიტერატურული კლუბის პირველი განაცხადია.
2015 წლის სექტემბერში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეციერებათა სკოლის სტუდენტების ინიციატივით ჩამოყალიბდა ლიტერატურული კლუბი, რომელშიც გასაწევრიანებლად ვიწვევთ ყველას, ვისაც ლიტერატურა უყვარს და აქვს სურვილი თავისუფალი დრო ლიტერატურულ საქმიანობას დაუთმოს.
ლიტერატურული კლუბის წევრების შეკრება იმართება ყოველ შაბათს 15:00 საათზე, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.

კლუბს ხელმძღვანელობს კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მწერალი ბატონი მიხეილ ანთაძე.



{phocagallery view=category|categoryid=734|limitstart=0|limitcount=0}