CSH ლექტორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

17 ივნისი 2019

17- 18 ივნისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, მარიამ მანჯგალაძემ რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა (4th International Pedagogic and Linguistic Conference - Educational Role of Language / From theory to practice, from practice to theory). კონფერენციაზე მისი მოხსენება საქართველოში უცხოელი სტუდენტებისთვის ქართული ენის სწავლების საკითხებს შეეხო.