პროგრამის მიმოხილვა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ევროპისმცოდნეობის მაგისტრი.

 

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ინტერდისციპლინური, მიმართულებათაშორისი ხასიათისაა. იგი ითვალისწინებს  თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კადრების მომზადებას, რომელიც ღრმად იცნობს ევროპული საზოგადოების განვითარების თავისებურებებს, იმ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეფუძნება. ასევე, ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს, ევროპის კავშირის ინსტიტუტებს, მათი ფორმირების ისტორიასა და ფუნქციონირების წესებს, მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს გლობალიზაციისა და ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

 

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს დიპლომატიურ სამსახურში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში, საერთაშორისო კომერციულ კომპანიებში, საკონსულტაციო სააგენტოებსა და კვლევით და სასწავლო დაწესებულებებში.