პროგრამის სტრუქტურა

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სტანდარტული  ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (დასაშვები ხანგრძლივობა 5 აკადემიური წელი). სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. სემესტრი მოიცავს 19 კალენდარულ კვირას (21 კვირას-დამატებითი გამოცდის შემთვევაში) შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 კალენდარულ კვირაზე (42 დამატებითი გამოცდის შემთხვევაში).

 

1 ECTS კრედიტი უდრის 25 კრედიტ–საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ კრედიტ–საათს).  

 

პროგრამაში 120 ECTS კრედიტიდან  85 ECTS  კრედიტი ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ სავალდებულო საგნებს და კვლევით კომპონენტს, ხოლო 35 ECTS  კრედიტი  ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ არჩევით საგნებს. 

 

სავალდებულო საგნების მოდული:

 

ევროპული ცივილიზაციისა და მისი ფასეულობითი საფუძვლების ფორმირება

ინტეგრაციული პროცესები ევროპის კონტინენტზე

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები – თეორია და პრაქტიკა

პროფესიული ინგლისური ენა

ევროპის საგარეო პოლიტიკის ანალიზი

ევროკავშირის სამართალი

კვლევის მეთოდები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებისთვის

ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა

გლობალური პრობლემების ევროპული განზომილებანი

ევროკავშირის გაფართოება, სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობანი

ევროკავშირის საჯარო პოლიტიკის ანალიზი

სამეცნიერო კვლევის პრაქტიკუმი

სამაგისტრო ნაშრომი

 

არჩევითი საგნების მოდული:

 

 

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა

ევროპის კულტურული მემკვიდრეობა

რელიგია და პოლიტიკა თანამედროვე ევროპაში

საერთაშორისო მოლაპარაკების თეორია და პრაქტიკა

ევროპა თანამედროვე მსოფლიოში – ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება და მომავლის პერსპექტივები

დემოკრატია და ევროპის სახელმწიფოთა დემოკრატიზაცია 

პროფესიული პრაქტიკა

ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა

 მენეჯმენტის კონცეფცია, თეორია და პრაქტიკა