მიღების წესები

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება. აპლიკანტს ასევე მოეთხოვება, წარმოადგინოს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის დანართი ან სერტიფიკატი). სხვა შემთხვევაში მას დაენიშნება შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება ინგლისურ ენაში.

 

საბუთების ნუსხა:

  • ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • დიპლომის დანართი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მამაკაცების შემთხვევაში, სამხედრო მიწერის მოწმობა;
  • 2 ფოტო სურათი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (CDდისკზე ჩაწერილი);
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი სამუშაო ადგილიდან ან უნივერსიტეტიდან. 

 

გადახდის პირობები


სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.