პროგრამის მიმოხილვა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციოლოგიის მაგისტრი მედიაკომუნიკაციაში.

 

მედიაკომუნიკაციის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია თანამედროვე რეალობის შემსწავლელი ახალი თაობის მეცნიერთა მომზადება, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ კომუნიკაციის თანამედროვე ფორმების და მათ როლისა და გავლენის გააზრებას დღევანდელი საზოგადოების და კულტურის ახალი ფორმების ჩამოყალიბების პროცესზე. მაგისტრანტი შეიძენს სოციოლოგიური კვლევის დამოუკიდებლად ჩატარების უნარ–ჩვევებს. მას შეეძლება კვალიფიციური კვლევის ჩატარება და პრაქტიკულად გამოყენებადი რეკომენდაციების შემუშავება.

 

მედიაკომუნიკაციის სოციოლოგიის მაგისტრს  შეეძლება დასაქმდეს განათლების, პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების სფეროში ექსპერტ-ანალიტიკოსად, მარკეტინგისა და პიარ-კომპანიებში, სარეკლამო სააგენტოებში, მედიაბიზნესში, სოციოლოგიური და ანალიტიკური კვლევის ცენტრებში.