პროგრამის სტრუქტურა

მედიაკომუნიკაციის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სტანდარტული  ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (დასაშვები ხანგრძლივობა 5 აკადემიური წელი). სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. სემესტრი მოიცავს 19 კალენდარულ კვირას (21 კვირას-დამატებითი გამოცდის შემთვევაში) შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 კალენდარულ კვირაზე (42 დამატებითი გამოცდის შემთხვევაში).

 

1 ECTS კრედიტი უდრის 25 კრედიტ–საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ კრედიტ–საათს).  


120 ECTS კრედიტიდან პროგრამაში 96 ECTS  კრედიტი ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ სავალდებულო საგნებს და კვლევით კომპონენტს, ხოლო 24 ECTS  კრედიტი  ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ არჩევით საგნებს.

 

 

სავალდებულო საგნების მოდული :

 

ძირითადი კონცეფციები სოციოლოგიასა და კომუნიკაციაში

სოციოლოგიური თეორიები 1(კლასიკური)

სოციოლოგიური თეორიები 2 (მოდერნი-პოსტმოდერნი)

სოციოლოგიური თეორიები 3 (კომუნიკაცია და ინფორმაციული საზოგადოება) 

მედიის ძალაუფლება

კულტურა და საზოგადოება 

პოლიტიკური კომუნიკაცია და პოლიტიკური კულტურა

სოციალური ტრანსფორმაციები

სოციოლოგიური კვლევა 1 (რაოდენობრივი)

სოციოლოგიური კვლევა 2 (თვისებრივი)

მონაცემთა ანალიზი

აკადემიური წერა სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად

სამაგისტრო ნაშრომი

 

არჩევითი საგნების მოდული:

 

დევიაცია და მედიის გავლენა

 პროფესიული პრაქტიკა

ტრადიციული მედიიდან ახალ მედიამდე

განათლება და აღზრდა მედიასაზოგადოებაში

ვირტუალური სივრცე და კომუნიკაცია

მასკომუნიკაცია და მასკულტურა

ტრანსლოკალური მედიაკულტურები: მედიაგავლენა და გლობალიზაცია