ბიბლიოთეკას 15 ახალი PR-სახელმძღვანელო შეემატა

10 ოქტომბერი 2011
მის გამოსაცემად გაწეული დახმარებისათვის კი რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი დაასაჩუქრა. მათ შორის - კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა.

დიოგენეს გარდა, სახელმძღვანელოები კავკასიის მედია სკოლამ სხვა ორგანიზაციებისგანაც მიიღო. UNICEF-ისგან -"ბავშვის უფლებები და ჟურნალისტური პრაქტიკა", სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისგან - "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" (სტატიების ანალიზი), ხოლო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან - ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორის, ბრენტ ჰიუსტონის სახელმძღვანელო. ყველა წიგნი ქართულ ენაზეა გამოცემული.

კავკასიის მედიის სკოლა მადლობას უხდის აღნიშნულ ორგანიზაციებს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამდიდრებისათვის.