აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამა

9 დეკემბერი 2019
6 და 9 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ, აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა მასტერკლასებს CU სტუდენტებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის. მასტერკლასებს გაუძღვნენ:
 
  • აშშ-ს ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის სკოლის პროფესორის, ტრადიციული და ციფრული მედიაპლატფორმების მიმართულების დირექტორი ნათან კარპენტერი
  • ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის ციფრული მედიისა და "სთორითელინგის" სამაგისტრო პროგრამის დირექტორი რიჩელ როჯერსი
  • ჩიკაგოს დეპულის უნივერსიტეტის კომუნიკაციის კოლეჯის ონლაინ სწავლების დირექტორის ჯოან მარტინი
 
ნათან კარპენერმა ისაუბრა თემებზე - „სტრატეგიული კომუნიკაცია და სოციალური ქსელები“ და „სოციალური მედიის ანალიზი და გამოყენება აკადემიურ სივრცეში“. სპიკერი კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებს სოციალური მედიის მონაცემების მოგროვების, გაგებისა და პრეზენტაციის მოქმედ პრაქტიკაზე ესაუბრა, ხოლო სტუდენტებს კარიერული რჩევები მისცა და ტრენდებზე და ინოვაციურ ციფრულ პლატფორმებზე ესაუბრა.
 
 
რიშელ როჯერსმა სტუდენტებისთვის მასტერკლასი „რეპორტინგი და ამბის თხრობის ტექნიკა“ ჩაატარა და შეხვედრის ბოლოს მათ კითხვებს უპასუხა.
 
 
ამის გარდა, ჯოან მარტინმა კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებისთვის ჩაატარა მასტერკლასი თემაზე - “ონლაინ სწავლების საუკეთესო პრაქტიკა”.
 
 
მოწვეული სტუმრები კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას შეხვდნენ და კამპუსი დაათვალიერეს.