კავკასიის მედიის სკოლის 5 წლის იუბილე

11 იანვარი

წვეულებას 250 სტუმარი დაესწრო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტების და აბიტურიენტების გარდა, სტუმართა შორის იყვნენ ცნობილი მედია სახეები და ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები.

კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებმა სტუმრებს საინტერესო პროგრამა და ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზეს.

ღონისძიების სპონსორები იყვნენ „ბორჯომი საქართველო", "branding.ge", „ქორთიარდ მარიოტი", მაღაზია „ბაკარა" და "Bouquetshop.ge".