სტუდენტური ნამუშევარი

11 იანვარი

მარი ოთარაშვილმა და სალომე გოგინაშვილმა გასული საუკუნის ყველაზე დიდი გენოციდი ანიმაციად შუალედური გამოცდისთვის აქციეს.

რუანდის კონფლიქტის მიზეზების და შედეგების სიღრმისეული შესწავლა მათ ნინო ჟიჟილაშვილის "კონფლიქტების გაშუქების" კლასში ჰქონდათ დავალებული. კრეატიული ვიდეო ნამუშევარი ამ კონფლიქტის განვითარებას ასახავს.
"კონფლიქტების გაშუქების" კლასის ფინალური გამოცდისთვის სტუდენტები ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებს ეწვევიან და ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ.