პროგრამის მიმოხილვა

მედიახელოვნებისა და რეჟისურის საბაკალავრო პროგრამა (აუდიოვიზუალური ხელოვნება)

 

 

რა არის ჩვენთან განსხვავებული? თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი; დასავლეთის უნივერსიტეტების პრაქტიკის გათვალისწინებით შედგენილი პროგრამები; წარმატებული და დასავლური განათლების მქონე პრაქტიკოსები ლექტორებად; სწავლის პროცესში თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება; საერთაშორისო გაცვლები; მედიის სკოლის კურსდამთავრებულთა დასაქმება.

 

ჩვენი ამოცანაა, რომ თქვენ მიიღოთ უნივერსალური განათლება და პროფესიული უნარები; ჩვენი მიზანია, თქვენ ფლობდეთ ახალ ტექნოლოგიებს: ხედავდეთ, ქმნიდეთ, ცვლიდეთ; ჩვენი პირობა - თქვენ შეძლებთ იყოთ გამორჩეულები.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ გენიჭებათ აუდიოვიზუალური ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი.

 

ამ პროგრამაზე თქვენ ისწავლით: ხელოვნებას, კინოს, თეატრს, მუსიკას, ლიტერატურას, ისტორიას, კულტუროლოგიას, ფოტოგრაფიას, დოკუმენტური ფილმის გადაღებას, ტელერეჟისურას, ტელეწარმოებას, პროდიუსინგს.