მიღების წესები


მიღების წესი


კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ინტერვიუ საუნივერსიტეტო კომისიასთან;
  • გთხოვთ შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.CV/რეზიუმე;
  • 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი/CD;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი;
  • სამოტივაციო წერილი.

 
გადახდის პირობები

კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამების სრული ღირებულება 9900 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.