პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამები შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე შეძენილ პროფესიაში კარიერული წინსვლა აქვს მიზნად დასახული და ისეთებისთვისაც, ვისაც საქმიანობის სფეროს გამოცვლა და ახალი პროფესიის შეძენას სურს.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მოტივაცია, ჩვენ შევეცდებით თქვენი პოტენციალის სრულად გახსნაში დაგეხმაროთ; დაგეხმარებით შეიძინოთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ახალი კონტაქტებიც იმისთვის, რომ თქვენ მიერ შერჩეულ სფეროში გამორჩეულად წარმატებულები იყოთ.

 

კავკასიის მედიის სკოლის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალებას მედიის ყველა ფორმატში გაძლევთ. მისი დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ როგორც ჟურნალისტმა, როგორც საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერმა ბეჭდურ, სამაუწყებლო და ინტერნეტმედიაში; თქვენ ასევე გაქვთ პერსპექტივა გახდეთ მედიის მკვლევარი, კონსულტანტი ან პედაგოგი. პროგრამის ავტორია კავკასიის მედიის სკოლის დეკანი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი.