პროგრამის სტრუქტურა

კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამები შესაძლებლობას გაძლევთ თავად შეიდგინოთ საკუთარი გრაფიკი და განისაზღვროთ სამაგისტრო პროგრამის დასრულების გეგმა.

სწავლების ხანგრძლივობა არის 2 წელი (დასაშვები ხანგრძლივობა 5 წელი). პროგრამის დასასრულებლად უნდა შეაგროვოთ 120 ECTS კრედიტი. ეს არის 15 სავალდებულო და არჩევითი საგნისა და სამაგისტრო ნაშრომის (თემა ან პროექტი) კრედიტების ჯამი: თითოეული საგნის აკადემიური წონა არის 7 ECTS კრედიტი, ხოლო სამაგისტრო ნაშრომის, თემის ან პროექტის, აკადემიური წონა არის 15 ECTS კრედიტი.

ლექციების დრო: 19:00-22:00

სწავლის გარდა, კავკასიის მედიის სკოლა ხელს შეგიწყობთ, რომ ჩაერთოთ პროგრამებში, რომლებიც თქვენს სასწავლო პროცესს გაამდიდრებს, იქნება ეს სასწავლო პრაქტიკა თუ სხვა სახის პროფესიული და აკადემიური საქმიანობა საქართველოში; ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ სასწავლებებში საზღვარგარეთ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.