"ბიზნეს ინკუბატორის" პრეზენტაცია

11 იანვარი

პროექტი მიზნად ისახავს გამოავლინოს ქვეყნის მასშტაბით "IT" ტექნოლოგიის მიმართულებით ბიზნეს პროექტები. პროექტი "ბიზნეს ინკუბატორი" საფუძველს ჩაუყრის თანამედროვე ტექნოლოგიური სფეროს პოპულარიზაციას, ამავე დროს ახალგაზრდა თაობას გაუჩენს სტიმულს თავიანთი იდეის რეალიზებისა და შემდგომ განხორციელების, სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა თუ პალატის მიერ მოძიებული ინვესტორის დახმარებით. საინტერესო იდეის ავტორი (შერჩეული სპეციალურად მოწვეული ექსპერტთა მიერ) იწყებს ბიზნესსაქმიანობას უკვე წარმატებულ ბიზნესმენებთან ან კომპანიასთან პარტნიორობით.

შეხვედრის ფარგებლში, ბიზნეს ინკუბატორის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს თავიანთი საქმიანობა სტუდენტებს და მათ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

{phocagallery view=category|categoryid=579|limitstart=0|limitcount=0}