საორიენტაციო შეხვედრა ტექნოლოგიების სკოლის პირველკურსელებთან

11 იანვარი

5 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პირველკურსელებთან საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. პირველკურსელებს სიტყვით კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა მიმართა. სტუდენტებმა სკოლის წარმომადგენლებისგან რეგისტრაციის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პირველკურსელებს კავკასიის უნივერსიტეტისგან ბრენდირებული საჩუქრები, მათ შორის, საინფორმაციო ბუკლეტი დაურიგდათ, სადაც  სკოლის სტუდენტებს საშუალება ექნებათ მათთვის საჭირო ინფორმაციას გაეცნონ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, პირველკურსელებს "Welcome Party"–ს მოსაწვევი გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ "Welcome Party" 6 სექტემბერს გაიმართება.