მიღების წესები

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე მიიღებიან საშუალო განათლების მქონე პირები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, მოხვდებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში.

 

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მე-4 (არჩევითი) საგნად ბარდება: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
  • სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 5900 ლარი
  • ვინც არქიტექტურას შემოხაზავს პირველ ან მეორე ადგილას და მიიღებს 100%-იან ან 70%-იან სახელმწიფო გრანტს, უნივერსიტეტისგან დამატებით მიიღებს 8000 ლარიან (წელიწადში 2000 ლარი) დაფინანსებას.