პროგრამის მიმოხილვა

საგანმანათლებლო საფეხური –  საბაკალავრო
მისანიჭებელი ხარისხი – არქიტექტურის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა – 240 ECTS
დაშვების წინაპირობა – ერთიანი ეროვნული გამოცდები
პროგრამის დასრულების ვადა – 8 (რვა) აკადემიური სემესტრი

 

 

პროგრამის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დონის არქიტექტურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის მომზადება. სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის საფუძვლებს, დაპროექტების ძირითადი პრინციპებსა და მეთოდებს, პროექტირების და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 

რას გთავაზობთ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა?


პროგრამაში გათვალისწინებული საბაზისო საგნები სახვით ხელოვნებაში, ხაზვაში, ფიზიკაში, მატემატიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში იძლევა მყარ საფუძველს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის დაგეგმარების, ლანდშაფტური არქიტექტურის, კომპიუტერული გრაფიკის და სპეციალობის სხვა საგნების ათვისებისთვის. ამასთანავე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი საუნივერსიტეტო და მენეჯერული მეცნიერების საგნები ხელს უწყობს სტუდენტის ინტელექტის ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას.

 

უცხო ენა

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს ღრმად შეასწავლოს ინგლისური ენა, რა მიზნითაც პირველი ორი წლის განმავლობაში პროგრამაში ჩადებულია ინგლისური ენის ინტენსიური კურსი.
 
სპეციალობის პროექტი

პროგრამის ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სპეციალობის პროექტი. სპეციალობის პროექტი გულისხმობს სტუდენტის მიერ რეალური არქიტექტურული პროექტის შექმნას და მის საბოლოო პრეზენტაციას. წარმატების უზრუნველყოფის მიზნით პროექტის შექმნის თითოეულ ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ლექტორებისაგან.

 

პროფესიული კარიერა

 

სტაჟირება და დასაქმება

 

პროგრამის სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პროგრამის დასრულებამდე დაიწყონ ზრუნვა პროფესიულ კარიერაზე და დასაქმდნენ მე-3 ან მე-4 კურსიდან. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში ან დაიწყონ სამსახური კავკასიის უნივერსიტეტის დასაქმების სამსახურის დახმარებით.


 
პროფესიული შესაძლებლობები

 

არქიტექტურის ბაკალავრებს აქვთ საკმაოდ ფართო დასაქმების პერსპექტივები, კერძოდ კი  შესაძლებლობა დასაქმდნენ არქიტექტურულ და საკონსტრუქტორო სახელოსნოებში, სამშენებლო და დეველობერულ კონპანიებში, საპროექტო და დიზაინ–სტუდიებში.

 

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მე-4 (არჩევითი) საგნად ბარდება: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
  • სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 5900 ლარი
  • ვინც არქიტექტურას შემოხაზავს პირველ ან მეორე ადგილას და მიიღებს 100%-იან ან 70%-იან სახელმწიფო გრანტს, უნივერსიტეტისგან დამატებით მიიღებს 8000 ლარიან (წელიწადში 2000 ლარი) დაფინანსებას.