პროგრამის მიმოხილვა

საგანმანათლებლო საფეხური –  საბაკალავრო
მისანიჭებელი ხარისხი – ინჟინერიის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა – 240 ECTS
მომიჯნავე სპეციალობა - ინფორმატიკა 
დაშვების წინაპირობა – ერთიანი ეროვნული გამოცდები
პროგრამის დასრულების ვადა – 8 (რვა) აკადემიური სემესტრი
 
სატელეკომუნიკაციო ინჟინერია საინფორმაციო და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური ტექნოლოგიაა, რომელმაც განაპირობა  ევოლუციური ცვლილებები ჩვენი საზოგადოების  შემეცნებითი, გასართობი თუ უშუალო ადამიანური ურთიერთობების მიმართულებით.

ტელეკომუნიკაციის სპეციალისტები ქმნიან აპლიკაციებს როგორც მობილური სატელეფონო სისტემების, ასევე მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ სისტემებისთვის.

რას გთავაზობთ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა?

პროგრამაში გათვალისწინებული საბაზისო საგნები მათემატიკაში, ფიზიკასა და ელექტრონიკაში იძლევა მყარ საფუძველს სპეციალობის საგნების ათვისებისთვის. სპეციალობის საგნებთან ერთად პროგრმაში მოცემულია დამატებითი სპეციალობის (Minor) - პროგრამირების საგნების ბლოკი. ამასთანავე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი საუნივერსიტეტო და მენეჯერული მეცნიერების საგნები ხელს უწყობს სტუდენტის ინტელექტის ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას.
 
გარდა თეორიული ცოდნისა პროგრამა იძლევა პრაქტიკული გამოცდილების შეძენის საშუალებას საქართველოს ბაზარზე არსებული წარმატებული სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა სტუდენტებს სთავაზობს დამატებითი სპეციალობის პროგრამას (Minor) – „პროგრამირება".
დამატებითი სპეციალობის (Minor) პროგრამის გავლის უფლება აქვთ:
• ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს;
• კავკასიის უნივერსიტეტის იმ საბაკალარო პროგრამის სტუდენტებს, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი სპეციალობის (Minor) გავლის შესაძლებლობას.

დამატებითი სპეციალობის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს ქვემოთ მითითებული საგნები, სულ 38 ECTS.
სავალდებულო (15 ECTS):
• პროგრამირების საფუძვლების I – 5 ECTS;
• პროგრამირების საფუძვლები II – 5 ECTS;
• ვებ-ტექნოლოგიები I - 5 ECTS;

7 არჩევითი საგნიდან 4 საგანი (23 ECTS):
• ვებ-ტექნოლოგიები II - 5 ECTS;
• მონაცემთა ბაზები - 5 ECTS;
• ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება - 5 ECTS;
• .NET ტექნოლოგიები - 6 ECTS;
• კომპიუტერული თამაშების პროგრამირება I - 6 ECTS;
• კომპიუტერული თამაშების პროგრამირება II - 6 ECTS;
• პროგრამირების პარადიგმები - 6 ECTS;
 
უცხო ენა
პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს ღრმად შეასწავლოს ინგლისური ენა, რა მიზნითაც პირველი ორი წლის განმავლობაში პროგრამაში ჩადებულია ინგლისური ენის ინტენსიური კურსი.
 
სპეციალობის პროექტი
პროგრამის ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სპეციალობის პროექტი. სპეციალობის პროექტი გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფის მიერ რეალური პროდუქტის შექმნასა და მის საბოლოო პრეზენტაციას. წარმატების უზრუნველყოფის მიზნით პროექტის შექმნის თითოეულ ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ლექტორებისაგან.
 
პროფესიული კარიერა
 
სტაჟირება და დასაქმება
პროგრამის სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პროგრამის დასრულებამდე დაიწყონ ზრუნვა პროფესიულ კარიერაზე და დასაქმდნენ მე-3 ან მე-4 კურსიდან. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში ან დაიწყონ სამსახური კავკასიის უნივერსიტეტის დასაქმების სამსახურის დახმარებით.
 
პროფესიული შესაძლებლობები
ტელეკომუნიკაციის ინჟინერიის ბაკალავრებს აქვთ საკმაოდ ფართო დასაქმების პერსპექტივები, კერძოდ კი  შესაძლებლობა დასაქმდნენ კომპიუტერული ქსელების/ინტერნეტის დეველოპერულ კომპანიებში, მობილური და უკაბელო კომუნიკაციისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროში, სამაუწყებლო და ICT (Information and Communications Technology) სისტემებში, ელექტრონული ინჟინერიისა და ანალიზის მიმართულებებში.
 
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მე-4 (არჩევითი) საგნად ბარდება: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია.
  • სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 2250 ლარი