მიღების წესები

მიღების წესი

კავკასიის ტურიზმის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • საუნივერსიტეტო გასაუბრების წარმატებით გავლა; 
  • ინგლისურ ენაში B2 დონის სერტიფიკატის წარმოდგენა ან შესაბამისი საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება..
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ნოტარიულად დამოწმებული ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ასლი (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
4. 2 ფოტოსურათი (დისკზე ჩაწერილი);
 

გადახდის პირობები


სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.


ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
 
 
თბილისი
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 



 
ბათუმი
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 3 200 ლარი  950 ლარი 
 
 
 
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.