პროგრამის მიმოხილვა

ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, საშუალოდ ცხრიდან ერთი ადამიანი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ ინდუსტრიაში 235 მილიონი სამუშაო ადგილია შექმნილი. იგი შედგება მრავალი სეგმენტისგან და თითოეულს კარიერული წინსვლის შესძლებლობა აქვს, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში.

კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის სამაგისტრო პროგრამით სწავლება 2015 წლიდან დაიწყო, როგორც თბილისში ისე ბათუმში და ითვალისწინებს შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას, თეორიული და პრაქტიკული საქმიანობების ოპტიმალური თანაფარდობით, სასტუმრო მიმართულების აქცენტირებით.

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მიანიჭოს თეორიულ, პრაქტიკულ და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა და მოამზადოს იგი ადგილობრივი და საერთაშორისო შრომით ბაზრებზე ლიდერი პოზიციების დასაკავებლად, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც სტუდენტებს მისცემს მაღალი ხარისხის განათლებასა და ცოდნას და გამოუმუშავებს უნარებს შემდეგი მიმართულებებით:

  • მდგრადი ტურიზმის პოლიტიკა და დაგეგმვა;
  • ტურისტული ბიზნესის მართვა და ოპერირება;
  • ტურიზმის ინდუსტრიის კვლევა და პროგნოზირება;
  • თანამედროვე საინფორმაციო, ელექტრონული და საოპერაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ტურიზმში.


სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში გამოიყენება უახლესი თანამედროვე ლიტერატურა, ხოლო ლექციები მიყავთ ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებსა და პროფესორებს. კავკასიის ტურიზმის სკოლის პარტნიორებია მსოფლიოს წამყავნი საერთაშორისო უნივერსიტეტები და ადგილობრივ ბაზარზე წამყვანი კერძო და საჯარო ორგანიზაციები.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ  პროგრამა.