პროგრამის სტრუქტურა

სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მენეჯმენტში მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – არანაკლებ 25ECTS და არაუმეტეს 35 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის ოპტიმალური ვადა შეადგენს 2 წელს.
 
სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრი, თითოეული მოიცავს 21 კალენდარულ კვირას. თითო  საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს დაესწრონ ლექციებს სამუშაო საათები სშემდეგ.
 
პროგრამა მოიცავს სასწავლო  დარგობრივ სავალდებულო კომპონენტს 60 ECTS კრედიტის მოცულობით და დარგობრივ არჩევით სასწავლო კურსებს 24 ECTS კრედიტის მოცულობით (შეთავაზებული 36 ECTS კრედიტიდან); ასევე პროგრამა ითვალისწინებს კვლევით კომპონენტს 30 ECTS კრედიტის მოცულობით.   პროგრამის შემადგენელი ნაწილია ასევე სავალდებულო საველე  ან სამეწარმეო პრაქტიკის კომპონენტი.

მაგისტრატურის პროგრამის დასასრულებლად სტუდენტმა უნდა მოამზადოს და დაიცვას სამაგისტრო ნაშრომი.
 
კავკასიის უნივერსიტეტის  კავშირები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან და ტურიზმის სკოლის  პარტნიორული ურთიერთობები  შესაძლებლობას იძლევა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში;


პროგრამის საგნების ჩამონათვალი
( კურიკულუმი)

 

 

 

თანამედროვე მენეჯმენტის კონცეფციები

საერთაშორისო ტურიზმის მარკეტინგი

საერთაშორისო ტურიზმი და გლობალური ტურიზმის გეოგრაფია

ტურიზმის, სასტუმროსა და სერვისის ინდუსტრია

ლიდერობა

ტურიზმის სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულირება

მმართველობითი აღრიცხვა და კონტროლი 

ტურიზმი და გარემოს მენეჯმენტი

ტურიზმის კვლევა, ანალიზი და პროგნოზი

ტურიზმის პოლიტიკის ანალიზი

კვლევის წარმოების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მეთოდები  

აკადემიური წერა

პროფესიული პრაქტიკა:

ა) სემეწარმეო

ბ) საველე

სამაგისტრო ნაშრომი

დარგობრივი და პროფესიული არჩევითი საგნები

სერვის ინდუსტრიის ბიზნესი

ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია

ტურისტული ორგანიზაციების სტრატეგიული დაგეგმვა

ტუროპერირებისა და ტურისტული სააგენტოების ბიზნესი

E-ტურიზმი

საქართველოს ეთნოლოგია

 
 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ  პროგრამა.