პროგრამის სტრუქტურა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ტურიზმში, თბილისსა და ბათუმში, მოიცავს 240 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს.  შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა ტურიზმის სკოლის სტუ­დენტებისთვის 4 წელს შეადგენს. სასწავლო წელი  აგებულია სემესტრული პრინციპით: საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები. ერთი სემესტრი მოიცავს 19 სასწავლო კვირას, შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 38 კვირაზე. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის 8 კვირიანი  სემესტრის ორგანიზება, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTS კრედიტი. 1 ECTS კრედიტი უდ­რის 25 კრ. საათს, რაც მოიცავს როგორც სტუდენტის საკონტაქტო  დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქ­ტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფა­სე­ბისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ კრედიტ საათს).

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა შემდეგია: დარგობრივი  საგნების მოცულობა პროგრამაში არის 185 ECTS კრედიტი, სადაც 125 ECTS არის დარგობრივი სავალდებულო, 60 ECTS კრედიტი - დარგობრივი არჩევითი/სავალდებულო (საიდანაც სტუდენტმა უნდ აითვისოს 45/35). ასევე პროგრამა ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სავალდებულო საგნების სწავლებას 70 ECTS კრედიტი: აქედან 50/60  ECTS კრედიტი ეთმობა უცხო ენების მოდულს (2 ენის სწავლება).

სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 240 ECTS კრედიტის ფარგლებში, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მაქსიმუმ 20 ECTS კრედიტი (არჩევითი სტატუსის მქონე საგნების ჩანაცვლების ხარჯზე), აითვისოს ალტერნატიული გზით:  თავისუფალი კრედიტების აღიარების შესახებ  კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის 2014 წლის 31 მაისიის  #01/01-68 ბრძანების შესაბამისად.

მესამე სასწავლო წელს სავალდებულო (GENG 0001, PENG 1170, GENG 0002, PENG 1270) დამატებითი ინგლისურის საგნები იმ სტუდენტებმა გაიარონ რომლებსაც არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თავისუფალი კრედიტების ჩანაცვლების ხარჯზე, რათა მიიღონ B1 დონის კომპეტენცია.

 

საბაკალავრო პროგრამის დასასრულებლად სტუდენტმა უნდა მოამზადოს და დაიცვას საბაკალავრო ნაშრომი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის  კავშირები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან და ტურიზმის სკოლის პარტნიორული ურთიერთობები  შესაძლებლობას იძლევა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში.

 

პროგრამის საგნების ჩამონათვალი

 

კურიკულუმი

  • საქართველოს ისტორია
  • საქართველოს გეოგრაფია
  • მენეჯმენტის საფუძვლები
  • ტურიზმის შესავალი
  • მარკეტინგის საფუძვლები
  • ფინანსური აღრიცხვა
  • ოპერაციული მენეჯმენტი
  • ტურიზმის ეკონომიკა
  • სარესტორნო საქმიანობისა და კვების მომსახურების მენეჯმენტი
  • ტურიზმის მარკეტინგი
  • ტურიზმის სტატისტიკა
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • მენეჯერული აღრიცხვა
  • სასტუმროს მენეჯმენტი
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ტურიზმში
  • ბიზნეს კომუნიკაცია
  • ღონისძიებების და შეხვედრების მენეჯმენტი
  • კორპორაციული ფინანსები
  • კურორტების მენეჯმენტი
  • საქართველოს ტურისტული რესურსები და ექსკურსიათმცოდნეობა
  • ტურიზმის გეოგრაფია და საერთაშორისო ტურისტული ბაზრები
  • ბიზნესგეგმის განვითარება
  • კვლევის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მეთოდები
  • საწარმოო პრაქტიკა - პრაქტიკა სასტუმროში / პრაქტიკა ტურისტულ კომპანიაში
  • მიკროეკონომიკის საფუძვლები
  • მაკროეკონომიკის საფუძვლები
  • ტურიზმის პოლიტიკა და დაგეგმვა
  • ტურიზმის სამართალი
  • საერთაშორისო ბიზნესი და ტურიზმი
  • ტურისტული სერვისის  საფუძვლები 
  • მომსახურება კვების სფეროში
  • კულტურული ტურიზმი
  • ეკოტურიზმი
  • გასტრონომიული ტურიზმი
  • აგროტურიზმი
  • სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი
  • საქმიანი ტურიზმი
  • კალკულუსი
  • ზოგადი ინგლისური
  • ინგლისური ენა ზოგადი ნაწილი
  • პროფესიული ინგლისური ენა
  • კომპიუტერული უნარები
  • გერმანული ენა
  • ფრანგული ენა
  • თურქული ენა
  • რუსული ენა
  • ქართული წერისა და მეტყველების კულტურა
  • თავისუფალი კრედიტი
  • საბაკალავრო  ნაშრომი