ელჩი ჯორჯ კასარი დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ- ვესტმინსტერის კოლეჯის დიპლომატიის პროფესორად

19 მარტი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                               19 March 2018

 

Ambassador George Cassar Appointed Professor of Diplomacy of the New Westminster College of Caucasus University

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა გამოაცხადა, რომ ელჩი ჯორჯ კასარი, დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დიპლომატიის პროფესორად.

 

პროფესორი კასარი არის გამოცდილი დიპლომატი და 40 წელზე მეტი ხნის იურისტი. მისი ბოლოდროინდელი დიპლომატიური გამოცდილება მოიცავს არაბთა სახელმწიფოების ლიგასა და აფრიკის კავშირში მალტას წარმომადგენელობას 2012 წლიდან 2015 წლამდე. იგი ადრე მსახურობდა მალტას საგარეო სამსახურში ელჩად (2012-2015), არარეზიდენტ ელჩად ეთიოპიასა და სუდანში (2012-2015) და ელჩად ლიბიაში 2009 წლიდან 2011 წლამდე. პროფესორი კასარი მსახურობდა Libyan Arab Maltese Holding Company-is დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ 1989 წლიდან 2009 წლამდე. აქვს კერძო სამართალში პრაქტიკა 1979 წლიდან 1989 წლამდე, მათ შორის მალტას განვითარების კორპორაციის იურიდიული მრჩევლის სტატუსი.

 

პროფესორმა კასარმა 1970 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკასა და ინგლისურში მალტას უნივერსიტეტიდან და 1973 წელს გახდა სამართალმცოდნეობის დოქტორი, ასევე მალტას უნივერსიტეტში. მისი იურიდიული განათლება მოიცავს 1978 წელს ლონდონის მსოფლიო საქმეთა ინსტიტუტის დოქტორის ხარისხის მიღებას საჰაერო და კოსმოსური სამართლის მიმართულებით. მან იცის მალტური, ინგლისური, იტალიური და არაბული. 2014 წლიდან მსახურობდა ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების წევრად.

 

”ელჩი კასარის მრავალწლიანი სამართლებრივი, დიპლომატიური, ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება, რა თქმა უნდა, საკმარისია იმისთვის, რომ მან დიპლომატიის პროფესორის მოვალეობები შეასრულოს,” - თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მა, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ- ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”მე მაქვს პატივი მივესალმო ჯორჯს ჩვენს ფაკულტეტზე და იმედი მაქვს, რომ ყველა ვითანამშრომლებთ  დიპლომატიაში პროფესიონალური პროგრამების ჩასატარებლად.“

 

”მადლობას ვუხდი დეკან რობერტ გუდვინს ასეთი პრესტიჟული შემოთავაზებისთვის, რომ დამასახელეს მე, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დიპლომატიის პროფესორად,” - თქვა ელჩმა ჯორჯ კასარმა. ”საკითხს სერიოზულად მივაქციე ყურადღება და იმედი მაქვს, რომ მივაღწევ იმ სტანდარტებს, რომლებსაც ჩემგან მოითხოვენ.“

 

ამ ბიოგრაფიულ შინაარსში მოცემული ინფორმაცია ზუსტია და დამოწმებულია იურიდიული დოკუმენტაციით.